ჭიათურის მაღაროში დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

ჭიათურის მაღაროში ჩამონგრევის დროს მუშა სამი კილომეტრის სიღრმეში იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ჭიათურის მაღაროში ავარიის დროს დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაიღუპა მაღაროელი ზაზა აბრამიშვილი. ის დაახლოებით 45 წლის იყო.

პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო: პროფკავშირი უკმაყოფილოა

მამაკაცის ცხედარი სამი კილომეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, მაღარო, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ავარიულ მდგომარეობაში იყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლით — უსაფრთხოების წესების დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს. დანაშაული ისჯება ხუთ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.