საფეხბურთო გამარჯვება: როგორ დაამარცხა საქართველომ ლიტვა

Sputnik

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ლიტვის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 4:0, რომელიც თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ მიმდინარეობდა მატჩი

ქართველმა ფეხბურთელებმა ოთხივე გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გაიტანეს, რითაც მათ ერთგვარი რეკორდიც დაამყარეს.

1 / 14
ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და ლიტვას შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა
2 / 14
ქართულმა გუნდმა ლიტვის კარში ოთხი გოლის გატანა შეძლო შეხვედრის პირველივე ნახევარში
3 / 14
ამით მათ ერთგვარი რეკორდიც დაამყარეს
4 / 14
მთელი თამაშის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელებს ქონდათ უპირატესობა
5 / 14
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება ლიტვის გუნდზე
6 / 14
პირველად ტაბლოზე გიორგი პაპუნაშვილის სახელი დაეწერა. ესპანური "სარაგოსას" ნახევარმცველმა გიორგი ნავალოვსკის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული პასი მიიღო და საჯარიმო მოედნის ცენტრიდან მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა
7 / 14
მეორე გოლის ავტორი 23-ე წუთზე გახსნა ვენის "რაპიდის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია. მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ფორვარდმა ლიტველ მცველებთან ბრძოლა მოიგო და თავით გაიტანა გოლი
8 / 14
რვა წუთის შემდეგ სტუმრების კარის მიმართულებით 11 მეტრიანი დაინიშნა, რომელიც სუფთად შეასრულო ვაკო ყაზაიშვილმა
9 / 14
საქართველოსა და ლიტვას შორის ამხანაგურ შეხვედრაზე დასწრება უფასო იყო
10 / 14
მატჩის საბოლოო ანგარიში ბელგიური "გენტის" 18 წლის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ დაამყარა, რომლისთვისაც ეს თამაში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველი იყო
11 / 14
თამაშმა დიდი სიამოვნება მიანიჭა ქართველ ქომაგებს. საკუთარი გუნდის წარმატების ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა
12 / 14
ერთადერთი, რამაც ქართველი გულშემატკივრის მწუხარება გამოიწვია ჯანო ანანიძის ტრავმა გახდა. მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი უხერხულად დაეცა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა
13 / 14
შემდეგ ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები 27 მარტს ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს
14 / 14
თამაში კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. როგორც ლიტვასთან შეხვედრაზე, სტადიონზე დასწრება უფასო იქნება