რა არის საჭირო მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამაში ჩასართავად

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არა მხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, კოოპერატივმა კი უნდა უზრუნველყოს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სიღნაღში კიდევ ერთი ბაღი გაშენდა

უწყების ცნობით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არა მხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.

სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭიროა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ან მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ სულ მცირე 20 ჰექტარი ვენახი. გაშენებული ვაზის ჯიშების არანაკლებ 95% კი უნდა განეკუთნებოდეს ვაზის ნებადართულ ჯიშებს.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.