აქცია ლოზუნგით „თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს"

შეკრებილებმა პარლამენტს მიმართეს და მოითხოვეს ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი იქნება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ქუთაისში პრეზერვატივების შეფუთვაზე თამარ მეფის გამოსახვა გააპროტესტეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

აქციაზე, რომელიც პარლამენტის შენობასთან გაიმართა, მონაწილეებმა მიიტანეს პლაკატები, წარწერებით: „წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს", „კმარა მართლმადიდებლობის დისკრიმინაცია", „არა ქართველი ხალხის ეროვნულ და რელიგიურ დისკრიმინაციას".

რატომ არ მოსწონს გიორგი ლილუაშვილს ქართული პრეზერვატივები

აქციის მონაწილეებმა  პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია „აიისას" მიერ წარმოებული პროდუქციის განადგურება და კომპანიის წარმომადგენლების დასჯა მოითხოვეს. 

ამასთან ერთად შეკრებილებმა საკანინმდებლო ორგანოსაც მიმართეს და მოითხოვეს ისეთი კანონპროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი იქნება. 

აქციაზე ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

ქართული კომპანია „აიისა" პრეზერვატივებს 2017 წლიდან აწარმოებს. პრეზერვატივების შეფუთვაზე გამოსახულია თამარ მეფის, „ქართვლის დედის“, პოლიტიკოსების სახეები, „ვეფხისტყაოსნის" ციტატები, ქართული უცენზურო გამონათქვამები, ასევე დამცინავ კონტექსტში გამოყენებულია რელიგიური გამონათქვამები.