„ბათუმში ყველაფერი არის ტურიზმისთვის“: აჭარას აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ესტუმრნენ

რაოდენობის მიხედვით აზერბაიჯანელი ტურისტები რეგიონში მყოფი მოგზაურების ტოპ ხუთეულში შედიან.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანელი ჟურნალისტები აჭარას ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ესტუმრენ.

აზერბაიჯანული  რეიტინგული ვებპლატფორმებისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლები რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩავიდნენ. 

ჟურნალისტებმა უკვე მოინახულეს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები: ბოტანიკური ბაღი, გინიოს ციხე და მთიანი აჭარა, სადაც ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ კერძებს გაეცნენ.

„ბუნებრივია, ბათუმში ტურისტების უმრავლესობას იზიდავდა და იზიდავს შავი ზღვა. მაგრამ დასვენება სხვაგანაც შეიძლება. აქ ტურისტული ფატაზიებისთვის ძალიან დიდი სივრცეა — შესანიშნავი სამზარეულო, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, საოცარი ღვინო. ბათუმში ყველაფერი არის ტურიზმისთვის“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პრესტურის მონაწილემ, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-აზერბაიჯანის“ პრესმდივანმა ალენა სალაევამ.

Журналисты из Азербайджана в Батуми

ისინი სტატიებს და რეპორტაჟებს აჭარის ტურისტულ პოტენციაზე ამზადებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაიწყო სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოწვევა.

გასული წლის მსგავსად, აჭარის შესახებ სტატიები, ტელე-რეპორტაჟები და გადაცემები 16 სამიზნე ქვეყნის მედიასივრცეში წელსაც მომზადდება.

2017 წელს, პრესტურით რეგიონს 200-ზე მეტი ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა.

წელს, არსებული მონაცემების გაუმჯობესება იგეგმება. 

რაოდენობის მიხედვით აზერბაიჯანელი ტურისტები რეგიონში მყოფი მოგზაურების ტოპ ხუთეულში შედიან. ვიზიტორთა რაოდენობა მეზობელი ქვეყნიდან აჭარაში ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს, რეგიონს ყველა ადმინისტრაციული საზღვრიდან 175 289 აზერბაიჯანელი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 43%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.