რატომ მიუსაჯეს 18 წლის ახალგაზრდას სამუდამო პატიმრობა

ჰასანს ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობა მხოლოდ 34 წლის შემდეგ ექნება.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ინგლისში ერაყელ ლტოლვილს, 18 წლის აჰმედ ჰასანს, ლონდონის მეტროში ტერაქტის გამო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გასული წლის 15 სექტემბერს ლონდონის მეტროსადგურ „პარსონ გრინში” ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

მძევლები და სროლა საფრანგეთში – მიმდინარეობს სპეცოპერაცია

ლონდონის სისხლის სამართლის ცენტრალური სასამართლოს მონაცემებით, ბოროტმოქმედი ლონდონის მახლობლად ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების მიზანს რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიკვდილი წარმოადგენდა.

დაკავებულის თქმით, მას არ სურდა, ვინმე დაზარალებულიყო. თავის ქმედებებს ის სტრესით ხსნიდა. მისი მტკიცებით, ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა გაიტაცეს და ექსტრემისტთა ბანაკში მომზადების გავლა აიძულეს.

დაკავებულს ვადამდელი გათავისუფლების შესაძლებლობა მხოლოდ 34 წლის შემდეგ ექნება.