ფრანგიშვილი: ყველა ნივთი სიყვარულისთვის კეთდება, რასაც სიამოვნებით აკეთებ

ია ფრანგიშვილი იხსენებს თუ როგორ დაიწყო ფერადი ბისერებისგან ხეების დამზადება.
Sputnik

„მსგავსი ნაკეთობა პირველად მაღაზიაში ვნახე, მომეწონა და მისი დამზადება გადავწყვიტე“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ია ფრანგიშვილმა.

ია ფრანგიშვილი- მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა, ხატვა თავიდანვე აინტერესებდა. მიღებული აქვს მონაწილეობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენაში, რომელიც ზესტაფონში გაიმართა.