რა გახდა თელავში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი

მძღოლი დაიღუპა, ორი მგზავრი კი საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე: დაიღუპა მეთერთმეტეკლასელი გოგონა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში სამი მგზავრი იმყოფებოდა. ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

უბედური შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ორი მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა") მიმდინარეობს.