ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ შვიდი დამარცხების შემდეგ გამარჯვება მოიპოვა

ბოლო თვეების განმავლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს რეიტინგში 57-ე ადგილიდან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (89) АТР-ს „მასტერსის" სერიიდან ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ტურნირი ამ დღეებში მაიამიში (აშშ) მიმდინარეობს.

ბასილაშვილი პირველ რაუნდში იტალიელ ტომას ფაბიანოს (86) შეხვდა და დაძაბულ სამსეტიან მატჩში (1 სთ და 45 წთ) გაიმარჯვა — 1:6, 6:2, 7:5.

ანგარიშიდან გამომდინარე, გადამწყვეტი დასკვნითი პარტია გახდა, სადაც თანაბარი ბრძოლა გაიმართა. თუმცა, საბოლოოდ ქართველმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა შეწყვიტა შვიდჯერ ზედიზედ დამარცხების სერია, რომელიც იანვრის ბოლოდან გრძელდებოდა და ამის გამო ქართველმა სპორტსმენმა АТР-ს რეიტინგში 30-ზე მეტი საფეხურით დაიწია — 57-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

Miama Open-ის მეორე რაუნდში ბასილაშვილი მსოფლიოს მერვე ჩოგანს კევინ ანდერსონს (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) შეხვდება.

მაიამის ტურნირი 1 აპრილამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდი თითქმის რვა მილიონი დოლარია.