პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს სრულყოფილი კონსტიტუციის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციისთვის დათმობებს ითვალისწინებს.

ცვლილებებს საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატიდან მხარი 115-მა დაუჭირა. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

 „კოლეგებო, მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა ძალიან რთული და ხანგრძლივი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ ძალიან დახვეწილი ევროპული ტიპის კონსტიტუცია მივიღეთ,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.  

ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები მოიწონა

ცვლილებები 2017 წელს მიღებულ საქართველოს განახლებული კონსტიტუციის პროექტს ეხება, რომელიც ძალაში 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. 

ახალი ვერსიის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში 150-ვე მანდატი პოლიტიკურ პარტიებს შორის  არჩევნებზე მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება და არა როგორც მოსალოდნელი იყო „ბონუსების სისტემით“. „ბონუსების სისტემის“ შემთხვევაში ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა პარტია, რომელიც  ხმების დიდ რაოდენობას მიიღებდა. კერძოდ, იგი  ყველა გაუნაწილებელი მანდატის მოპოვებას შეძლებდა. 

მანდატების რაოდენობის განსაზღვრისთვის, პარტიების მიერ მიღებული ხმები 150-ზე გამრავლდება და გაიყოფა ყველა იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე, რომლებმაც მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%.

ასე, რომ  მმართველმა  პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ გაითვალისწინა ოპოზიციის უკმაყოფილება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

გარდა ამისა, კონსტიტუციაში შევიდა შესწორება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების შექმნას ითვალისწინებს, ამასთან არჩევნებზე  გამსვლელი ბარიერი 3% იქნება.

ძალაში რჩება  2018 წლის შემდეგ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება. ამ შემთხვევაში იცვლება ტერმინოლოგია.  პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, ხოლო ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ შეიცვლება. 

გადადგება თუ არ გადადგება?

გარდა ამისა, იცვლება იმ შესწორებების ამოქმედების ვადები, რომლებიც ეხება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სხვა ქვეყნის პასპორტს აიღებს. ეს ნორმა ძალაში შევა არა 2018 წლის ნოემბერში, არამედ საქართველოს კონსტიტუციაში ახალი შესწორებების ამოქმედებისთანავე.

კიდევ ერთი შესწორება ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას სრული კონსენსუსის აუცილებლობას.

კონსტიტუციაში ასევე გაჩნდება ჩანაწერი: „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და ქვეყნის მდგრად ეკოლოგიურ განვითარებაზე“.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, დგინდება აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტები.

მოქმედ რედაქციაში წერია: „… ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თუ ასეთი შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით“. 

ახალ რედაქციაში ამოღებულია სიტყვები – „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“, და „მართლმსაჯულების განხორციელება“.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს.