ყიფშიძე: ყველაფერს ვუსრულებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამითი ვაფუჭებ

მოდელი კრისტი ყიფშიძე საუბრობს იმაზე, როგორი ურთიერთობა აქვს შვილთან, ნატალია ყიფშიძესთან.
Sputnik

„ყველაფერს ვუსრულებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამითი ვაფუჭებ. ერთხელ გადაწყვიტა, რომ სხვა სკოლაში გადასულიყო, მე ვთხოვე, არ გადასულიყო. მაინც გადავიდა, მაგრამ სამ თვეში უკან დაბრუნდა, ძველ სკოლაში. გიორგისგან არ აქვს ეს რაღაც აკრძალვები. თავის საიდუმლოებებს მე არ მიყვება, უფრო ბებიას და ბაბუას უყვება. ერთხელ მომიყვა რაღაც და მე ყველას გავაგებინე, გიორგისაც, ოჯახის სხვა წევრებსაც“, — ამბობს ყიფშიძე.

მოდელის თქმით, პირადი ცხოვრების შესახებ ყოველთვის უყვება შვილს. ნატალის სურს დედა გათხოვდეს და და გაუჩინოს.