დეპუტატებმა პარლამენტში ქალებისთვის 50% ზედმეტად მიიჩნიეს

პარლამენტის დეპუტატებს არ მოეწონათ პარლამენტში ადგილების განაწილების ახალი იდეა, რომლის თანახმად ნახევარს ქალები უნდა შეადგენდნენ
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. დეპუტატებმა ჩააგდეს კანონპროექტი, რომელსაც როგორც პარლამენტში, ისე რაიონულ საკრებულოებში ქალთა და მამაკაცთა შორის ბალანსი უნდა დაედგინა. 

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობისას სქესთა შორის ბალანსის შექმნას ითვალისწინებს, 150-დან საკმარისი იყო 75 დეპუტატის ხმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 66-მა პარლამენტარმა, 14 წინააღმდეგი იყო.

ხმა წინაამდეგ მისცა: რევაზ არველაძემ, ბიძინა გეგიძემ, გიორგი ვოლსკიმ, ედიშერ თოლორაიამ, კარლო კოპალიანმა, გიორგი კოპაძემ, სამველ მანუკიანმა, კობა ნაკაიძემ, კობა ნარჩემაშვილმა, კახა ოქრიაშვილმა, ზაზა პაპუაშვილმა, ნუკრი ქანთარიამ, შოთა შალელაშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შესწორებების თანახმად, პარლამენტის და საკრებულოების არჩევნებისთვის წარმოდგენილი პარტიული სიები გენდერული პარიტეტის საფუძველზე უნდა შედგეს — სიების ნახევარს ქალები უნდა წარმოადგენდნენ.

კანონპროექტი არ მოწონა საპარლამენტო უმრავლეოსბის ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ დეპუტატები უნდა აირჩიონ არა სქესის გათვალისწინებით, არამედ გამოცდილებისა და კომპეტენტურობის მიხედვით.

„გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა… კვოტირებას მხარს არ ვუჭერ, მაგრამ ისე ქალებს მივესალმები“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ. 

რა ღირს პარლამენტში სხვისი პულტით სარგებლობა

კანონპროექტის ავტორია ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში, სადაც ამომრჩეველთა 53% ქალია, აუცილებელია სპეციალური მექანიზმის შექმნა, რომელიც პოლიტიკაში ქალების წარმომადგენლობის გაზრდას დაეხმარება.

დღეისათვის საქართველოს პარლამენტში 23 ქალია, ორი მათგანი ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო მომავალ კვირას კვოტირების საკითხს აუცილებლად დაუბრუნდება.

„დისკუსია იყო გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. კვოტირება ზოგადი პრინციპია, თუმცა საუაბარი იყო კვოტების გადანაწილებაზე პროპორციულ სიასა და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის, ასევე საუბარი იყო გარკვეული ვადით ამ კვოტირების შემოფარგვლაზე. ეს საკითხები განიხილება, ამაზე შევჯერდებით უმრავლესობაში და ამის საფუძველზე დაინიცირდება ახალი კანონპროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერილი იქნება უმრავლესობის მხრიდან. საერთო სულისკვეთება არის იგივე — ჩვენი ამოცანაა, რომ სულ მცირე 25%-მდე გავზარდოთ შემდეგი არჩვენების საფუძველზე ქალთა წარმოდმგენლობა პარლამენტში, ხოლო 2024 წლისთვის უკვე ავიდეთ სულ მცირე 33%-იან მაჩვენებელზე“, — განაცხადა კობახიძემ.

ეს პარლამენტში ქალებისთვის კვოტის დამტკიცების მეოთხე მცდელობაა. უფრო ადრე ასეთი ინიციატივით პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ, თუმცა მაშინ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი არ განეხილა.