ბიზნეს-ომბუდსმენი „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის საკითხით დაინტერესდება

ბიზნეს-ომბუდსმენი თბილისის მერიიდან ყველა იმ ინფორმაციას გამოითხოვს, რომელიც „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს უკავშირდება.
Sputnik

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლები იყოს ღრმა არგუმენტაციით, რადგან ეს უკავშირდება საერთაშორისო კომპანიასთან არსებული ხელშეკრულების შეწყვეტას“, — განუცხადა ბიზნეს-ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან" კონტრაქტი გაუქმდება, რის შემდეგაც მის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" შეითავსებს და განახორციელებს. თბილისი მერიაში ამ დროისთვის პასუხი არ აქვთ, რამდენ ხანს ექნება ეს უფლებამოსილება სატრანსპორტო სამსახურს.