ბათუმი–ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ბათუმი–ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რამაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქედაში, სოფელ მახუნცეთის საგზაო მონაკვეთზე ქვიშით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ნაწილობრივ გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეფერხდა.

ამ ეტაპზე სატვირთო ავტომანქანისგან გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას სპეციალური ტექნიკით ცდილობენ.

ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად განახლდა.