არეშიძე: კახი ერთს რომ დაიყვირებს, ყველა ჩუმად არის

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე საუბრობს იმაზე, რამდენად მკაცრია შვილების მიმართ.
Sputnik

„ბავშვებთან მიმართებაში მე უფრო მკაცრი ვარ, ვიდრე კახი. კახის არ აქვს იმდენი თავისუფალი დრო, რომ ბავშვების აღზრდაში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, მისი დიდი ხათრი აქვთ. საკმარისია ორ დღეზე მეტი გაჩერდეს სახლში და, უკვე თავზე რომ გადადიან ბავშვები, იწყებს ყვირილს. ერთს რომ დაიყვირებს, ყველა ჩუმად არის“, — ამბობს ანუკი არეშიძე.

დიზაინერის თქმით, თავად საკმაოდ მკაცრ რეჟიმში ზრდის შვილებს და ბავშვებსაც დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ.