ჯავახიშვილი: ვთვლი, რომ ამით ზიანს ვაყენებ ჩემ მეუღლეს

იუმორისტმა ვანო ჯავახიშვილმა „ნანუკას შოუში“ ისაუბრა, როგორი ურთიერთობა აქვს მეუღლესთან.
Sputnik

„მე და ჩემი ცოლი ვაბალანსებთ ერთმანეთს. ჩემ ცოლს უყვარს ბევრი ლაპარაკი, მე კი ცოტა. ორივემ რომ ბევრი ვილაპარაკოთ, ეს იქნება დოზის გადაჭარბება. ჩემთვის ოჯახი ყველაზე მთავარია. არ მსიამოვნებს, როდესაც ოჯახს რაიმე საფრთხე ექმნება“, — ამბობს ვანო ჯავახიშვილი.

მისი განცხადებით, სხვა ადამიანთან მსუბუქი ფლირტის დონეზეც არ ჰქონია ურთიერთობა, რადგან თვლის, რომ ამით ზიანს აყენებს მეუღლეს.