ქართველი მღვდელმსახურები აუტისტ ბავშვებს დაეხმარებიან

თბილისში კონფერენციის მონაწილეები საზოგადოებას, მათ შორის მღვდელმსახურებს მოუთხრობენ, როგორ თუ როგორ შეიძლება აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებთან ურთიერთობების დამყარება
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. აუტიზმის პრობლემები ბავშვებს შორის საქართველოში და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ამ საკითხისადმი – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებსაც საპატრიარქოსა და საქველმოქმედო ფონდის „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ წარმომადგენლები თბილისში კონფერენციაზე განიხილავენ. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ფონდის დამფუძნებელი ანდრეი მაქსიმოვი ესაუბრა. 

კონფერენციაზე შეიკრიბებიან სოფლის მღვდელმსახურები, საეკლესიო სკოლების მასწავლებლები და დირექტორები, პედაგოგები ფონდიდან „ჩვენ განსხვავებულები ვართ“, ასევე აუტისტი ბავშვების მშობლები. კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ, თუ როგორ შეიძლება აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებთან ურთიერთობების დამყარება და მათი დახმარება.

„ეს არ არის სამედიცინო შეხვედრა ან კონფერენცია. ჩვენ შევეცდებით ავხსნათ, რომ ესენი განსაკუთრებული ბავშვეი არიან და მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ ბროშურას ვაკეთებთ და იქ არის ასეთი განყოფილება „პირველი პირისგან“. მე შევკრიბე მასალა წიგნებიდან, უფროსების ინტერვიუებიდან, რომლებიც გვიყვებიან საკუთარ შეგრძნებებზე, როდესაც ისინი არავერბალური აუტისტები იყვნენ. ასეთი ისტორებით შევეცდებით ვაჩვენოთ, რას გრძნობენ ეს ბავშვები“, – განაცხადა მაქსიმოვმა.

აუტიზმის მეორე მხარეს: განსაკუთრებული თვისებების მქონე ბავშვის დედის ნაამბობი

შეხვედრის მიზანია, მღვდელმსახურებს გააცნონ დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში აუტიზმის პრობლემის შესახებ, რომ მათ ეს მათი მრევლის წევრ მშობლებს გაუზიარონ. ღონისძიების ორგანიზატორები დარწმუნებული არიან, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, რომ ყველა მშობელმა ქვეყნის ყველა კუთხეში იცოდეს, როგორ მოექცეს თავის არაჩვეულებრივ ბავშვს, სად წავიდეს და ვის მიმართოს.

მაქსიმოვის თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფლებში, სადაც მათ ექცევიან, როგორც ფსიქიკურად ავადმყოფ ბავშვებს, მათი რცხვენიათ და მალავენ.

„თუ ამ ბავშვების იზოლირება მოხდება, ისინი ნამდვილად გახდებიან სოციალური ინვალიდები. ეს აუცილებლად უნდა ავუხსნათ ადამიანებს. აშშ–ში ეს პროცესი 50 წლის წინ გაიარეს, ანუ ამერიკულმა საზოგადოებამ გაიარა გარკვეული ევოლუცია. არ მინდა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამ ევოლუციის გავლას 50 წელი მოანდომოს, ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქართულ ეკლესიას – მას მოსახლეობაზე დიდი გავლენა აქვს“, – აღნიშნა მაქსიმოვმა.

ნამდვილი ამბავი: ახალი დედა აუტისტი ბიჭისთვის

შეხვედრაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. ის 25 მარტს 13:00 საათზე გაიმართება მისამართზე: დიდი დიღომი, პეტრიწის 1ა (წმინდა გიოგისა და ექვთიმე გაენათელის სახელობის სკოლა).

ფონდი „ჩვენ განსხვავებულები ვართ“ დააფუძნეს ანდრეი და ალექსანდრა მაქსიმოვებმა. ოჯახური წყვილი აუტისტ ვაჟს ზრდის. მას შემდეგ, რაც ისინი რუსეთიდან საქართველოში გადმოვიდნენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ თავიანთ ვაჟსა და ქვეყანაში მცხოვრებ სხვა აუტისტ ბავშვებს.

ფონდის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტები, დანერგოს და გაავრცელოს აუტისტ ბავშვებთან მუშაობის ახალი მოდელი. მაქსიმოვები ჯერჯერობით თავად აფინანსებენ ფონდს, მაგრამ სპონსორების დახმარება ესაჭიროებათ. დეტალური ინფორმაციის მიღება ფონდის შესახებ და სურვილის შემთხვევაში – დახმარება შესაძლებელია ამ ვებ–გვერდზე.