ნოვრუზ–ბაირამი მარნეულში: გაზაფხულის დღესასწაული

Sputnik

მარნეულში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებმა ნოვრუზ-ბაირამის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები და კონცერტი გამართეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები სადღესასწაულო ღონისძიებიდან.

ნოვრუზი — გაზაფხულის დღესასწაული და ახალი წლის დადგომაა მზის ასტრონომიული კალენდრის მიხედვით. ირანელი და თურქი ხალხი ამ დღეს 21 მარტს აღნიშნავს. ეს დღესასწაული ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა და ერთ-ერთი უძველესია — მას ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნეში აღნიშნავდნენ. "ნოვრუზ" სპარსულიდან ითარგმნება როგორც "ახალი დღე". დღესასწაულის დასახელება დამოკიდებულია ქვეყანასა და რეგიონზე, გვხვდება სხვადასხვა ფორმები — ნაურუზ, ნოვრუზ, ნაურიზ, ნურუზ, ნევრუზ, ნოურუზ და ა.შ.

1 / 14
მარნეულის ცენტრში ნოვრუზ-ბაირამის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა არტისტების მონაწილეობით
2 / 14
მიუხედავად უამინდობისა, დღესასწაული შედგა და მის დამსწრეებს ნამდვილად აუმაღლდათ განწყობა
3 / 14
ცა ღრუბლიანი იყო, თუმცა ღონისძიების მონაწილეების სამოსი ნამდვილ კონტრასტს ქმნიდა და სიხარულს იწვევდა, რაც ახალ წელს უნდა მოყვებოდეს
4 / 14
დღესასწაულზე ღონისძიებებში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი კოლექტივები, ასევე თბილისიდან ჩასული მოსიკოსები
5 / 14
ღონისძიებებში სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი მონაწილეობდა
6 / 14
მზის ასტრონომიული კალენდრის მიხედვით ნოვრუზ-ბაირამი ახალი წლის ოფიციალური დასაწყისია ირანში, ავღანეთში, ერაყში, ინდოეთში, მაკედონიაში და ასე შემდეგ. აზერბაიჯანში ნოვრუზ-ბაირამი გაზაფხულის დღესასწაულია
7 / 14
მუსლიმური ახალი წლისგან ნოვრუზი განსხვავდება იმით, რომ მუსლიმური კალენდარი მთვარის წლიური ციკლის მიხედვითაა შედგენილი. მთვარის კალენდრით ახალი წელი მუჰარამის თვის პირველ რიცხვში დგება, რომელიც მუსლიმთა კალენდრის პირველი თვეა
8 / 14
ნოვრუზის დროს სარიტუალო კოცონის, ჩირაღდნებისა და სანთლების დანთების ტრადიცია ჩვენს ერამდე შემორჩა, ვინაიდნა ზოროასტრიზმის მიმდევრები ცეცხლს ეთაყვანებოდნენ და მას სიცოცხლის ძალად მიიჩნევდნენ. კოცონს ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში ანთებენ - ტრადიციის მიხედვით ხალხი შვიდჯერ უნდა გადაახტეს ერთ კოცონს, ან თითოჯერ შვიდ სხვადასხვა კოცონს
9 / 14
ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრნენ
10 / 14
მთავრობის წევრებმა სცენიდან მიულოცეს დღესასწაული რეგიონის მოსახლეებსა და ყველას, ვინც ნოვრუზ-ბაირამს აღნიშნავს
11 / 14
დღესასწაულის ბოლო ღონისძიება იყო კონცერტი - თუმცა, როგორც წესი, ნოვრუზ-ბაირამი რამდენიმე დღის განმავლობაში აღინიშნება, ამიტომ სხვადასხვა ღონისძიებები კვლავ გაიმართება
12 / 14
ეროვნული გუნდების ცეცხლოვან გამოსვლებს ათასობით ხალხი აღფრთოვანებული უყურებდა
13 / 14
სტუმრების წინაშე წარსდგნენ აზერბაიჯანელი მომღერლებიც
14 / 14
ნოვრუზ-ბაირამის აღნიშვნის შემდეგ სასიამოვნო და სასიხარულო მოგონებები დარჩებათ ღონისძიების სტუმრებს