„გარდა იმისა, რომ ვმღერი, მაქვს რამდენიმე ისეთი გატაცება, რაც საზოგადოებამ არ იცის. ჩემთვის ყველაზე საინტერესო სპორტია ჩოგბურთი. ის არა მხოლოდ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, არამედ ძალიან ხვეწავს და სექსუალურს ხდის სხეულს“, – ამბობს მარკუს მეტრეველი.
მომღერლის განცხადებით, ყოველთვის აინტერესებდა როგორ ცხოვრობდნენ ჩოგბურთელები, სურდა შეჯიბრებებში მიეღო მონაწილეობა, თუმცა ამის შესაძლებლობა არასოდეს მიეცა.