სტივენ ჰოკინგს ნიუტონისა და დარვინის გვერდით დაკრძალავენ

თანამედროვეობის აღიარებული გენიოსი დაიკრძალება ვესტმინსტერის სააბატოში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მონარქების კორონაციისა და დაკრძალვის ტრადიციული ადგილია.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ცნობილ ბრიტანელ ფიზიკოსს სტივენ ჰოკინგს ვესტმინსტერის სააბატოშო გამოჩენილი მეცნიერების ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ, იუწყება ბრიტანული მასმედია.

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეცნიერი სტივენ ჰოკინგი კემბრიჯში, საკუთარ სახლში 76 წლის ასაკში 14 მარტს გარდაიცვალა. 

სტივენ ჰოკინგის მეცნიერული წინასწარმეტყველება–გაფრთხილებები კაცობრიობას

ჰოკინგი კოსმოლოგიური სინგულარობის წარმოშობის პრობლემებს სწავლობდა — სამყაროს პირვანდელ მდგომარეობას, საიდანაც ის, დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, უწყვეტად ფართოვდება.

სტივენ ჰოკინგს 22 წლის ასაკში ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუდგინეს. ექიმები თვლიდნენ, რომ მას სიცოცხლის 2-3 წელი დარჩა. თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა, ჰოკინგი სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებდა, ორჯერ დაქორწინდა და სამი შვილის მამა გახდა.

1998 წელს მან გამოსცა წიგნი „დროის მოკლე ისტორია", რომელიც ათმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მასში სამყაროს აღმოჩენაზე, სივრცისა და დროის ბუნებაზე, შავ ხვრელებსა და სუპერსიმების თეორიაზეა საუბარი.

მთლიანად პარალიზებული ჰოკინგი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა — დაკავებული იყო მეცნიერებით, გამოდიოდა ანგარიშებით, ასწავლიდა და მსოფლიოს სპეციალური კომპიუტერით (ხმის სინთეზატორით) ეკონტაქტებოდა.

2015 წელს გამოვიდა ბრიტანული ფილმი „სტივენ ჰოკინგის სამყარო" (The Theory of Everything), რომელიც მეცნიერის ცხოვრებას ეხება.