„დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 50 423 001 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 98 500 000 ლარს შეადგენს", – განუცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების სამსახურის უფროსმა სოფიო ჭელიძემ ტელეკომპანია "მაესტროს".
პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" 2016 წელს დაიწყო და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები.