სანდრო ბრეგაძე პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

სანდრო ბრეგაძე სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოძრაობა „ქართული მარში“ განცხადებას და ფოტოს აქვეყნებს.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სანდრო ბრეგაძე, „ქართული მარშის" სხვა წევრებთან ერთად, გუშინ დააკავა. მიზეზი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტი გახდა — „ქართულიმარშის" წარმომადგენლებიორშაბათსტელეკომპანიისოფისთანშეიკრიბნენდაგადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ წამყვანისგიორგიგაბუნიასგამონათქვამებიგააპროტესტეს. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრებმა გიორგი გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის საშუალება არ მისცეს, ამასთან სცემეს ჟურნალისტი დავით ერაძე.

„პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, ამ წამს „ქართული მარშის“ წევრები და მხარდამჭერები შეკრებილები ვართ პირველი არხის შენობის გვერდზე, პოლიციის განყოფილებასთან!!!! სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ“, — ნათქვამია განცხადებაში.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით კი, სანდრო ბრეგაძე დაკავების დროს შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს მედპერსონალიც არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში ფიზიკური დაზიანებებით მიიყვანეს.

„პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ. არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი. პაციენტი თავისი მოთხოვნით არის მოთავსებული კლინიკაში“, — განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა ნინო აქიაშვილმა.

სანდრო ბრეგაძისთვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენებას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. როგორც უწყებაში აცხადებენ, ექიმების თანხმობის შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრეგაძეს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მოუწევს.