თბილისი, 21 მარტი — Sputnik. გრიბოედოვის თეატრი შემოდგომაზე რუსეთში გასტროლებზე გაემგზავრება და რუსეთის შვიდ ქალაქში სპექტაკლებს წარადგენს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.
„რუსეთში გასტროლებით ყოველ წელს დავდივართ. წელს შვიდ ქალაქს ვესტუმრებით. ეს მოგზაურობა რუსული პროექტ Большие гастроли-ს ფარგლებში იმართება. ვრცელი ტურის წინ დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი ვიზიტი რუსეთში, კონკრეტულად სანქტ-პეტერბურგში. მაყურებელს ვუჩვენებთ სპექტაკლს „მე — ნიკოლაი გუმილიოვი“, — გვიამბო ვარსიმაშვილმა.
მაისში გრიბოედოვის თეატრის დასი გაემზავრება უკრაინაში ფესტივალზე „ტავრიის მელპომენა“. ხერსონში ვარსიმაშვილს მიაქვს სპექტაკლი „ალჟირი“.
თეატრის საგასტროლო რუკა მოიცავს ასევე მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს „არმონო“ ერევანში, ფესტივალს „ოქროს ლომი“ ლვოვში და ფესტივალს Белая вежа ბრესტში.
თეატრი საქართველოშიც აქტიურად გასტროლირებს. „ბათუმის ახალ სცენაზე“ მარტის დასაწყისში გაიმართა მუსიკალური მონოსპექტაკლი-ბენეფისი „ყვითელი ანგელოზი“ ირინა მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით. 14 აპრილს კი თეატრი ტყიბულს ეწვევა.
თეატრალური სეზონის დასრულებამდე „გრიბოედოველები“ ესტუმრებიან რუსთავს, გორს, ზუგდიდს, ქუთაისს, თელავსა და ჭიათურას.