თბილისი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე: ყველაზე დაბინძურებული ადგილი, მოძველებული ტრანსპორტი

2017 წელს საქართველოს დედაქალაქში ავტობუსების მესამედმა და მიკროავტობუსების თითქმის ნახევარმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა
Sputnik

თბილისში სათანადოდ არ იცავენ ეკოლოგიურ ნორმებს და ჰაერის ხარისხს არ ამოწმებენ, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

თბილისში ჰაერი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით არის დაბინძურებული, რამდენადაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ მოქმედებს ავტომობილებისთვის სავალდებულო ტექდათვალიერება. გარდა ამისა, საპატრულო პოლიცია საკმარის ყურადღებას არ უთმობს ავტომობილებიდან ნაგვის გადაყრის ნორმების დარღვევას, რაც ადმინისტრაციული დასჯადი ქმედებაა, ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოში უცხოურნომრიანი ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდა

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალურ ტრანსპორტს აქვს დათმობილი. როგორც აღმოჩნდა, თბილისში ძველი ავტობუსების 68%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარეს.

„ავტობუსების დიდი ნაწილი გაუმართავია. ისინი ტექდათვალიერებას სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო არ გადიან და ასეთი ავტობუსების ექსპლუატაცია დაუშვებელია", — ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტში მიიჩნევენ, რომ ავტოპარკის განახლება, რომელსაც თბილისის მერია 2015 წლიდან ახორციელებს, ეკოლოგიის პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს, რამდენადაც ახალი ავტობუსები ვიწრო ქუჩებში გადაადგილებას ვერ ახერხებენ. შეძენილი ახალი ავტობუსები ეკოლოგიურად უფრო სუფთა და უფრო კომფორტულია.

პრეტენზიები არსებობს მიკროავტობუსებთან დაკავშირებითაც. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მძღოლების 48%-მა საკუთარი ავტომობილები ტექდათვალიერებაზე არ გაატარა.

ჰაერის ხარისხი თბილისში

კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში 2017 წელს ჰაერში ოზონის წილმა ნორმას 167%-ით გადააჭარბა, გოგირდის დიოქსიდმა — 155%-ით, ნახშიროჟანგმა — 122%-ით.

ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული წერეთლის გამზირზეა.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელისუფლებას მოუწოდებს კანონმდებლობაში არსებული "შეცდომების" გამოსწორებას — ჰაერის ხარისხის სტანდარტების ზუსტად განსაზღვრას და ცნება „დაბინძურების" გაფართოებას.

საქართველოს დედაქალაქში ყოველდღიურად დაახლოებით 550 ათასი ავტომობილი გადაადგილდება. ამასთან, ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შსს-ს მონაცემების თანახმად, 2017 წლის შუა პერიოდში თბილისში ყოველი მესამე ავტომფლობელია.

იწვევს თუ არა ჰაერის დაბინძურება სიმსივნეს – რა მდგომარეობაა თბილისში

გასული წლის ზაფხულის მონაცემებით, საქართველოს ავტოპარკი 1,2 მილიონ ავტომობილს შეადგენს, მოსახლეობის რაოდენობა 3,7 მილიონია.

ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა ავტოპარკის „გაახალგაზრდავებას" შეუდგა — იმ ავტომობილების იმპორტის აქციზი, რომელთა გამოშვების ასაკი 14 წელს ზემოთაა, აქციზის განაკვეთი ძრავის მოცულობის ერთ კუბურ სანტიმეტრზე 0,8 ლარიდან 2,4 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, უფრო ახალი ავტომობილების შემოყვანაზე აქციზი მაქსიმუმ 0,6 ლარით გაიზარდა.

ნებისმიერი წლის გამოშვების ჰიბრიდულ ავტომობილების შემთხვევაში, მათი აქციზის გადასახადი პირიქით 60%-ით შემცირდა, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების კი ორჯერ გაიზარდა

რაც შეეხება ავტომობილების იმპორტზე აქციზის გადასახადის რაოდენობას, საქართველოში ის განისაზღვრება ძრავის კუბატურისა და გამოშვების თარიღის შესაბამისად.