საქართველოში პირველად უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ასამდე დეველოპერული კომპანია სტუმრებს საცხობრებელ, კომერციულ და საოფისე ფართებს შესთავაზებს
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში პირველი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა Area Expo 2018 საგამოფენო ცენტრ Expo-Georgia-ში გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიებაში, რომელიც 30 მარტს დაიწყება და 1 აპრილამდე გაგრძელდება, 100-მდე დეველოპერული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. სამი დღის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ გასაყიდად გამოიტანონ საცხობრებელი, კომერციული და საოფისე ფართები.

ბანკებისა და მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება და მსესხებელთა რისკები

„ჩვენ მიზნად დავისახეთ თავი მოვუყაროთ დეველოპერებსა და უძრავი ქონების შეძენის მსურველებს ერთ სივრცეში, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ არჩევანის ფართო სპექტრი, ხოლო კომპანიებს მივცეთ შესაძლებლობა თავი მოიწონონ მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე“, — აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ერთ ადგილზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მიმდინარე თითქმის ყველა სამშენებლო პროექტი და შესაძლებელი იქნება კომპანიებისგან გამოფენის ფარგლებში შეთავაზებული სპეციალური ფასებითა და გადახდის პირობებით სარგებლობა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბანკებიც, რომლებიც სტუმრებს შენაძენის გაფორმებაში დაეხმარებიან. გამოფენის ორგანიზატორია კომპანია Area group-ი.