სახოკია: ყველაზე დიდი ხელჩასაჭიდი მოვუძებნეთ და ჩავებღაუჭეთ ამ ნიჭს

ნათია სახოკია აუტისტური სპექტრის მქონე, 13 წლის ნიჭიერი მხატვრის, გიგი სიჭინავას დედაა. სახოკია საუბრობს, როგორ აღმოაჩინეს, რომ გიგის ხატვის ნიჭი ქონდა.
Sputnik

„გიგის აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა, რომელიც ოთხი წლის ასაკში დაუდგინდა. მეტყველების დაგვიანების ფონზე ეჭვი გაგვიჩნდა, რომ გარკვეულ პრობლემასთან გვქონდა საქმე. ქონდა არაადეკვატური ქცევები, ოყო ჰიპერაქტიული, სახელზე არ რეაგირებდა. ამიტომ წავიყვანეთ ნეიროფსიქოლოგთან, თამარ გაგოშიძესთან და მან დაუსვა დიაგნოზი. ამის შემდეგ ყველაზე დიდი ხელჩასაჭიდი მოვუძებნეთ და ჩავებღაუჭეთ ამ ნიჭს“, — ამბობს სახოკია.

სახოკიას განცხადებით, გიგიმ ხატვა ადრეული ასაკიდან, დაახლოებით 4-5 წლიდან დაიწყო. ტილოზე პირველი ნამუშევარი შვიდი წლის ასაკში შექმნა. ხატვის გარდა ძერწავს და აკეთებს აპლიკაციებს, ასევე ქაღალდის მანქანებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ნამდვილს. თითოეული მათგანი დეტალებშია ნამუშევარი. ეს დეტალები ტექნიკურად ძალიან რთულად შესასრულებელია, შრომატევადი პროცესია და ზოგიერთს რამდენიმე დღესაც კი ანდომებს.