ცაგარელი: ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გაუუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს, როგორი კვირა ექნებათ კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს.
Sputnik

„ეს კვირა კირჩხიბებს აძლევს საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს, პერსპექტივებს. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა კარიერული წინსვლის და განვითარების. ზოგიერთი თქვენთაგანი შესაძლოა აღმოჩნდეს ახალი თანამდებობის დაკავების წინაშე“, — ამბობს ცაგარელი.

ასტროლოგის თქმით, კირჩხიბები მარტის თვეში საგრძნობლად გააუმჯობესებენ ფინანსურ მდგომარეობას.