ბათუმში 32 წლის მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა

მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ბათუმში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ზესტაფონში მუშა საამქროს სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ლუკა ასათიანის ქუჩაზე მოხდა. დაღუპული 32 წლის იყო. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი  საწვიმარ მილს ცვლიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. ის, სავარაუდოდ, კერძო დაკვეთას ასრულებდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.