აჭარაში 13 წლის მოზარდს ეძებენ

არსებული ინფორმაცით, ბიჭი მდინარე ჩირუხში ჩავარდა.
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში 13 წლის მოზრდს ეძებენ, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში ვახტანგ ბოლქვაძემ.

არსებული ინფორმაციით, მურმან ფუტკარაძე დღის მეორე ნახევარში თანატოლებთან ერთად ბურთს თამაშობდა, რა დროსაც ბურთი ადიდებულ მდინარე ჩირუხში გადაუვარდა და მის ამოსაღებად ჩავიდა. თვიმხილეველები ვარაუდობენ, რომ მოზარდი მდინარეში ჩავარდა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია შუახევის სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „Sputnik-საქართველოს“ განუცხადეს, მოხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციითვე, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.