უცნაური მოთხილამურე: თოვლის მაგივრად კიბეებზე, ჯუნგლებსა თუ ზღვაში

Sputnik

ჩინეთის დიდი კედლის უსასრულო კიბეები, უდაბნო, ჯუნგლები, ზღვა… ეს ის ადგილებია, რომლებიც უცნაურმა მოთხილამურემ ზამთრისა და თოვლისთვის განკუთვნილი აღჭურვილობით დალაშქრა.

ვიდეო, რომელსაც გთავაზობთ, რამდენიმე ცალ-ცალკე გადაღებული ვიდეოების კომპილაციაა, რომელზეც ზამთრის ქურთუკსა და თხილამურებში „გამოწყობილი“ მამაკაცის უჩვეულო მოგზაურობაა აღბეჭდილი.

ამგვარ ლაშქრობას წინ, სავარაუდოდ, ხანგრძლივი ვარჯიში უძღოდა, თორემ ასე ოსტატურად თხილამურებით განსხვავებულ ტრასებზე სრიალი ნამდვილად შეუძლებელია.