ვაკეში ავტომობილი ამობრუნდა – არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავარიის შედეგად „მერსედესის" ავტომობილი ამობრუნდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესის" მარკის ავტომობილი „პრადოს" ჯიპს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.