საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეათედ მოიპოვა ევროპის ერთა თასი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ მიმდინარეობდა "დინამო არენაზე" რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ პრესტიჟული ჯილდოსათვის ბრძოლა
ევროპის ერთა თასის გარდა, ქართველი მორაგბეები ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელებიც გახდნენ, რომელიც ტრადიციულად თამაშდება საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის
1 / 22
საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა
2 / 22
ქართველ მორაგბეებს მთელი თამაშის განმავლლობაში ჰქონდათ ტერიტორიული და თამაშის უპირატესობა
3 / 22
მატჩის დროს ქართულმა გუნდმა სეზონის მთავარ მიზანს მიაღწია - მოიპოვა ევროპის ერთა თასი, თუმცა ამასთან ერთად ქართულ გუნდს გადაეცა ანთიმოზ ივერიელის თასიც, რომელიც საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს შორის ტრადიციულად თამაშდება
4 / 22
ქართველ მორაგბეებს თამაშის განმავლობაში სამი წარმატებული მცდელობა ქონდათ
5 / 22
ლელოების ავტორები იყვნენ ლაშა ლომიძე, ანზორ სიჭინავა და კარლენ ასეიშვილი
6 / 22
ორი რეალიზაცია განახორციელა სოსო მათიაშვილმა. მან ასევე ორი საჯარიმო დარტყმა შეასრულა წარმატებით
7 / 22
თამაში საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა, რაც მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა
8 / 22
მიუხედავად აქტიური წინააღმდეგობისა, რუმინელებმა ქართველ მორაგბეებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს
9 / 22
რუმინეთის ნაკრებმა აქტივში ჩაიწერა მხოლოდ ერთი წარმატებული მცდელობა, ერთი რეალიზაცია და რამდენიმე საჯარიმო დარტყმა
11 / 22
მიუხედავად წინააღმდეგობისა, რუმინელებმა ვერ შეძლეს ქართველი მორაგბეების ოსტატობისათვის წინააღმდეგობის გაწევა
13 / 22
თამაშის განმავლობაში ტრიბუნებიდან მოთამაშეებს ათობით ათასი ქომაგი გულშემატკივრობდა
14 / 22
გასულ წელს ბორჯღალოსნები ევროპის ერთა თასის ფინალში რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ ანგარიშით 7:8, რუმინეთმა კი მოიპოვა ევროპის ერთა თასი და ანთიმოზ ივერიელის თასი
15 / 22
თუმცა ბოლო შეხვედრაში ქართველმა მორაგბეებმა რუმინელები დაამარცხეს და ორივე თასი დაიბრუნეს
16 / 22
გასულ წლამდე ბორჯღალოსნები ექვსი წლის განმავლობაში მიყოლებით იგებდნენ ევროპის ერთა თასს
17 / 22
დაძაბული თამაში "დინამო არენაზე", რომელმაც გულშემატკივრებს ზღვა ემოციები მოჰგვარა, დასრულდა ანგარიშით 25:16
18 / 22
გამარჯვების შემდეგ ბორჯღალოსნებმა ქომაგების აპლოდისმენტების თანხლებით მთელი სტადიონი შემოიარეს
19 / 22
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გიორგი თხილიაშვილი, რომელმაც ინტერვიუში ყველა ქომაგს მადლობა გადაუხადა მატჩზე დასწრებისათვის
20 / 22
ქართული ნაკრების მორაგბეები გამარჯვებას თასების აღმართვით აღნიშნავენ
21 / 22
ბორჯღალოსნების მედლებით დაჯილდოვება ფინალში გამარჯვების შემდეგ
22 / 22
რუმინეთის ნაკრების მორაგბეებიც გახარებულები იყვნენ, ვინაიდან მათმა გუნდმა ევროპის ერთა თასზე მეორე ადგილი დაიკავა და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა