დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემის, The Telegraph-ის ვერსიით (2016 წ.), ნინო ანანიაშვილი ყველა დროის ჭეშმარიტად დიდებული ბალერინაა.
"მომაჯადოებელი გრაციოზულობა, საოცარი მისტიკა, პირადი მომხიბვლელობის მაგია, ინსტიქტური გამომსახველობა და ტექნიკური ჯადოსნობა, რაც იპყრობს საზოგადოების ყურადღებას თავისი შეუდარებელი ვნებებით — ეს ის თვისებებია, რითიც ჭეშმარიტი ბალერინები გამოირჩევიან ჩვეულებრივი მოცეკვავეებისგან", — წერს ქართველ ბალერინაზე The Telegraph.
დღეს ქართველი პრიმა-ბალერინა იუბილარია. „Sputnik-საქართველო“ ულოცავს დიდებულ ხელოვანს დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს მას!