ავარია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე: დაიღუპა მეთერთმეტეკლასელი გოგონა

დანარჩენი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად მეთერთმეტეკლასელი გოგონა დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ვაკეში ავტომობილი ამობრუნდა – არიან დაშავებულები

ავტომობილი, რომელშიც ხუთი არასრულწლოვანი იჯდა, ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მეთერთმეტე კლასელი გოგო გარდაიცვალა. ის ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. 

ავარია გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთი ბრიგადა გამოცხადდა. დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გამთენიისას გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა მიღებული.

დანარჩენი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაცია არ ვრცელდება.