ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 21 მარტს

დედაქალაქში ოთხშაბათს 15 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 21 მარტს თბილისში ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.

დილით, 11:00 საათისთვის მოსალოდნელია მომატებული ღრუბლიანობა და ხანმოკლე წვიმა. ნალექი 13:00 საათისთვის შეწყდება და გამოიდარებს.

მინიმალური ტემპერატურა იქნება ღამით — +12 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. დროგამოშვებით შეიძლება 20-25 მეტრამდე გაძლიერდეს.

მზე 07:03 საათზე ამოვა და 19:13 საათზე ჩავა.