სამთო-სათხილამურო საბაგიროებზე ამ ზამთარს მსოფლიოში მომხდარი ავარიები

ამ ზამთარს სამთო-სათხილამურო საბაგიროებთან დაკავშირებით პრობლემები საქართველოს გარდა კანადაში, საფრანგეთში და აშშ-ში შეიქმნა
Sputnik

16 მარტს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოიქცა — გუდაურის საბაგოროზე საშინელი ავარია მოხდა.

სისტემური გაუმართაობა პარასკევს დღის პირველ ნახევარში მოხდა. სავარძლების ნაწილი, რომლებშიც ტურისტები ისხდნენ, ქვედა სადგურისკენ უკუსვლით დიდი სისწრაფით დაგორდა და ერთმანეთს შეეჯახა. დროულად გადმოხტომა ყველამ ვერ მოასწრო, მაგრამ, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა.

გუდაურში დაშავებული ორსულის მდგომარეობაზე ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა

გუდაურში მომხდარის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის არიან რუსეთის, უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები. 

როგორც აღმოჩნდა, საქართველო არ ყოფილა პირველი ქვეყანა, რომლის სამთო-სათხილამური კურორტზე ამ ზამთარს საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა.

ტრაგედია აშშ-ში

მარტში აშშ-ში, კურორტ უიდჰემზე 12 წლის ბიჭი გადმოვარდა საბაგიროდან და დაიღუპა. მომხდარი უბედურ შემთხვევად ჩაითვალა, რადგან ბავშვი უსაფრთხოების წესებს არ იცავდა.

შემთხვევა კანადაში

მარტში კანადის კურორტ კვებეკში 140-მა ადამიანმა რამდენიმე საათი გაატარა ჰაერში საბაგოროზე მომხდარი გაუმართაობის გამო. მათ სამთო-სათხილამურო ბაზის თანამშრომლები დაეხმარნენ. ადამიანები მიწაზე თოკების საშუალებით ჩამოიყვანეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბედნიერი დასასრული

გუდაურის საბაგიროზე დაშავებულთა მდგომარეობა: ბოლო ცნობები

თებერვალში ჩეხეთში სამთო-სათხილამურო კურორტ გორნი-დომკიზე საბაგიროდან 4 წლის გოგონა გადმოვარდა. გოგონა ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ მას არანაირი ტრავმა არ მიუღია.

შემთხვევა აშშ-ში 

აშშ-ში 9 წლის ბავშვი გადმოვარდა საბაგიროდან, რადგან თავის სნოუბორდს ეთამაშებოდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სერიოზული ტრავმები მას არ აღენიშნებოდა.

ავსტრიული საქანელა

იანვარში მედიაში გავრცელდა ვიდეო ავსტრიული კურორტიდან, სადაც საბაგიროს სავარძელს, რომელშიც ადამიანები ისხდნენ, ქარი იქით-აქეთ არხევდა. ძლიერი ქარის გამო მაშველებმა მათ დახმარება ერთი საათის განმავლობაში ვერ აღმოუჩინეს. საბედნიეროდ, აქაც მსხვერპლი არ მომხდარა.

დაუგეგმავი ფრენა ვერტმფრენით

ფრანგულ ალპებში დაზიანებული საბაგიროს გამო 2017 წლის დეკემბერში 200 ადამიანი დიდ სიმაღლეზე ჩარჩა. მაშველებმა ვერტმფრენები გამოიყენეს, რათა მოთხილამურეები ძირს ჩამოეყვანათ.

ტრაგედია აშშ-ში

2017 წლის დეკემბერში აშშ-ის კურორტ პენსილვანიაში საბაგიროს ერთ-ერთი სავარძელი ბაგირზე არსებულ ფიქსატორს მოწყდა და მის მომდევნო სავარძელს შეეჯახა. კურორტის თანამშრომლებმა საბაგიროს დროულად გამორთვა მოახერხეს, რის შედეგად ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.