რაგბი: საქართველო-რუმინეთის ნაკრებების შეხვედრის წინ

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მისი აღსაზღდელები რუმინეთს წინააღმდეგ ლამაზ თამაშს აჩვენებენ
Sputnik

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართელოს და რუმინეთის რაგბის ნაკრებებმა ევროპის ერთა თასის ფარგლებში მატჩის წინ, რომელიც დღეს, 18 მარტს 16:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება, კაპიტნების ვარჯიში ჩაატარეს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სასტარტო შემადგენლობაში ერთი კვირის წინ ჩატარებულ მატჩთან შედარებით ერთი შეცვლა განახორციელა. პირველ ხაზში ანტონ ფეიქრიშვილის ნაცვლად ლევან ჩილაჩავა ბრუნდება.
Тренировка перед матчем сборных Грузии и Румынии по регби

ქართველი ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 110-ე მათჩს გამართავს და 25-ე ადგილს დაიკავებს იმ მოთამაშეთა სიაში, რომლებმაც საკუთარი ეროვნული ნაკრებების შემადგენლობაში ყველაზე მეტი თამაში ჩაატარეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან მატჩში (ფრჩხილებში მითითებულია კლუბი და მატჩების რაოდენობა ნაკრებში):

უკანა ხაზი:

მერაბ კვირიკაშვილი – ("ლელო სარაცინს", საქართველო, 109)

სოსო მათიაშვილი – („წითელი იარი", რუსეთი, 8)

დავით კაჭარავა – („ენისეი", რუსეთი, 108)

გიორგი კვესელაძე – („მარნეულის არმაზი", საქართველო, 6)

ანზორ სიჭინავა – („აკადემია", საქართველო, 5)

ლაშა ხმალაძე – („ბათუმი", საქართველო, 61)

ვასილ ლობჟანიძე – („ბრივი", საფრანგეთი, 31)

შერკინება:

მიხეილ ნარიაშვილი – („მონპელიე", საფრანგეთი, 50)

შალვა მამუკაშვილი – („ლოკომოტივი", საქართველო, 53)

ლევან ჩილაჩავა – („ტულონი", საფრანგეთი, 38)

გიორგი ნემსაძე (კაპიტანი) – („ბრისტოლი", ინგლისი, 80)

ნოდარ ჭეიშვილი – („შონბრი", საფრანგეთი, 10)

გიორგი თხილაიშვილი – („ბათუმი", საქართველო, 44)

ვატო კოლელიშვილი – („კლერმონი", საფრანგეთი, 47)

ლაშა ლომიძე – („ლონდონ აირიში", ინგლისი, 40)

„ამ თამაშისთვის მომზადება ექვს კვირას გაგრძელდა. ახლა ბიჭები არიან მზად არამარტო ფიზიკურად, არამედ მორალურადაც. რა თქმა უნდა, შევეცდებით ვაჩვენოთ ლამაზი თამაში, როგორც ეს იყო ორი წლის წინ, როდესაც თბილისში რუმინეთს ანგარიშით 38:9 მოვუგეთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი შედეგია“, — აღნიშნა ჰეიგმა პრესკონფერენციაზე.

Пресс-конференция перед матчем сборных Грузии и Румынии по регби

მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გიორგი ნემსაძემაც გააკეთა.

„ხვალინდელი მატჩი — ეს, ფაქტობრივად, ფინალია. ვინც მოიგებს, ის ტურნირის გამარჯვებულიც გახდება. ამიტომ, ჩვენი ქომაგების მხარდაჭერას ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ სტადიონის ტრიბუნები გადავსებული იქნება“, — განაცხადა ნემსაძემ.

დღევანდელ მატჩში გაირკვევა არამარტო ევროპის ერთა თასის ამჟამინდელი გათამაშების გამარჯვებული, არამედ ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი, რომელიც საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს შორის ტრადიციულად თამაშდება.

Кубок Антимоза Иверийского и Кубок европейских наций

ტურნირის დასკვნითი თამაშის წინ ჰეიგის აღსაზრდელები სატურნირო ცხრილში 19 ქულით ლიდერობენ და რუმინეთს 5 ქულით უსწრებენ. 

„ჩვენთვის საქართველოს ნაკრებთან თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ის მოითხოვს სერიოზულ მიდგომას, მითუმეტეს ხვალინდელი შეხვედრა ტურნირის დასკვნითი თამაშია. ჩვენს გუნდში ყველაფერი წესრიგშია. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში კარგი ამინდია, იმედი მაქვს, რომ ორივე ნაკრები კარგ თამაშს აჩვენებს“, — აღნიშნა რუმინული გუნდის მწვრთნელმა ლინ ჰოუელსმა.

Тренировка перед матчем сборных Грузии и Румынии по регби

მეტოქეები ერთმანეთს სულ 21-ჯერ შეხვდნენ და ჯერჯერობით ანგარიში ქართველი მორაგბეების სასარგებლოდ არის — 11:9. კიდევ ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

პირველად საქართველოს და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს 1998 წელს დუბლინში შეხვდნენ. მაშინ რუმინელებმა ანგარიშით 27:23 მოიგეს. ქართველებმა მათ სამი წლის შემდეგ ბუქარესტში ანგარიშით 31:20 სძლიეს.

თბილისში გუნდები ცხრაჯერ შეხვდნენ. პირველი სამი მატჩი სტუმრებმა მოიგეს, დანარჩენი ექვსი 2005 წლიდან მასპინძელმა მოიგო. განსაკუთრებით ლამაზი იყო 2016 წელს გამართული თამაში, როდესაც ბორჯღალოსნებმა რუმინეთი ანგარიშით 38:9 გაანადგურეს.

Тренировка перед матчем сборных Грузии и Румынии по регби

ნაკრებები ბოლოჯერ შეხვდნენ ერთმანეთს 2017 წლის მარტში ბუქარესტში. მასპინძელმა ანგარიშით 8:7 მოიგო და ევროპის ერთა ტურნირთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიგო, რითაც საქართველოს ნაკრების ექვსწლიანი გეგემონია შეწყვიტა.

მატჩი საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებს შორის თბილისში 18 მარტს „დინამო არენას“ სტადიონზე 16:00 საათზე გაიმართება. ამ დროისათვის მატჩის დაახლოებით 20 000 ბილეთი, ანუ ნახევარი უკვე გაყიდულია.