ავარია ამბროლაურში: ორი ადამიანი დაიღუპა

ადგილზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო სამსახურები იყვნენ მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ორი ადამიანი გარდაიცვალა ამბროლაურის რაიონში მომხდარი ავარიის შედეგად, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი ადგილზევე  დაიღუპნენ. 

ადგილზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო სამსახურები იყვნენ მობილიზებული. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.