თბილისში 21 გრადუსამდე დათბება

სამშაბათს საქართველოს დედაქალაქში 21 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სამშაბათს, 20 მარტს თბილისში მზიანი და ძალიან თბილი საგაზაფხულო ამინდი იქნება.

მზის ამოსვლა — 07:05 საათზე.

ღამით ჰაერის ტემპერატურა მინიმუმ 11 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი ჰაერი მაქსიმუმ 21 გრადუსამდე გათბება. ქარის ძალა წამში 8-13 მეტრი იქნება.

მზის ჩასვლა — 19:12 საათზე.