NDI-ს ხელმძღვანელი კენეტ ვოლაკი საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენეტ ვოლაკს ქვეყნის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევებს საქართველოში 2010 წლიდან ატარებს.

„სტრატეგიული მოთმინება“ - მარგველაშვილი რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკის შესახებ

ქართველი ხალხის სახელით მარგველაშვილმა ვოლაკს საქართველოში მისი ორგანიზაციის მრავალწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში იმყოფება. ის უკვე შეხვდა აშშ-ის კონგრესისა და სენატის დეპუტატებს, კვლევითი ცენტრ The Heritage Foundation-ის, ატლანტიკური საბჭოს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტუტუტის (IRI) წარმომადგენლებს და მონაწილეობა მიიღო ნატოს მიერ ორგანიზაბულ კონფერენციაში.

გარდა ამისა, მარგველაშვილმა ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა, შეხვდა ქართულ დისპორას და ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა.

2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. წამოაყენებს თუ არა პრეზიდენტი საკუთარ კანდიდატურას მეორე ვადით, ჯერჯერობით უცნობია.