ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 19 მარტს

ორშაბათს თბილისში 19 გრადუსამდე სითბო იქნება
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ორშაბათს, 19 მარტს თბილისში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

მზის ამოსვლა — 07:06 საათზე.

დღის პირველ ნახევარში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, ხოლო 14:00 საათის შემდეგ გამოიდარებს.

ღამით ჰაერის ტემპერატურა მინიმუმ 9 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღის განმავლობაში ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზის ჩასვლა — 19:11 საათზე.