ფიფას კომისია რუსეთის ექვს ქალაქში სტადიონებს შეამოწმებს

ფიფას ექსპერტები რუსეთის ექვს ქალაქში სტადიონების საბოლოო შემოწმებას ჩაატარებენ
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. რუსეთის ექვს ქალაქში სტადიონების ინსპექტირებას ფიფას და რუსეთი-2018-ის საორგანოზაციო კომიტეტის ერთობლივი დელეგაცია განახორციელებს, იუწყება Р-Спорт-ი საორგანოზაციო კომიტეტის პრესრელიზზე დაყრდნობით.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ობიექტების მომზადების მონიტორინგი 20-26 მარტს ჩატარდება.

FIFA კმაყოფილია რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადებით

დელეგაცია დაათვალიერებს:

20 მარტს: „ეკატერინბურგ არენას“,

21 მარტს: „სამარა არენას“,

22 მარტს: „მორდოვია არენას“,

24 მარტს: „სტადიონ ნიჟნი ნოვგოროდს“,

25 მარტს: „ვოლგოგრად არენას“,

26 მარტს: „სტადიონ კალინინგრადს“.

დელეგაციას ხელმძღვანელობენ „რუსეთი-2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური დირექტორი ალექსეი სოროკინი და შეჯიბრებებისა და ღონისძიებების ჩატარების საკითხებში ფიფას დეპარტამენტის დირექტორი კოლინ სმიტი.

წინა ვიზიტების დროს სპეციალისტებმა უკვე შეამოწმეს „სტადიონი სანქტ-პეტერბურგი“, „სტადიონი ლუჟნიკი“, „სტადიონი სპარტაკი“ მოსკოვში, „სტადიონი ფიშტი“ სოჭში, „როსტოვ არენა“ და „ყაზანი არენა“.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ Sputnik-ის სპეცპროექტში FIFA-2018.