ახალი ჰესები საქართველოში: კატასტროფა თუ გამოსავალი

Sputnik

ბუნების დამცველები დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ახალი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ ცდილობდნენ აქციის მონაწილეები მთავრობის ყურადღების მიპყრობას.

საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 50 პატარა და საშუალო ჰესის აშენებას აპირებს. მათ შორისაა ნენსკრაჰესი და ხუდონჰესი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე ონიჰესი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

მაღალმთიანი რეგიონების მკვიდრები და ბუნების დამცველები პერმანენტულად მართავენ საპროტესტო აქციებს თბილისში. ისინი ამით ახალი ჰესების აშენების შემდეგ ეკოსისტემაზე ზეგავლენის შესაძლო მძიმე შედეგებისთვის თავის არიდებას ცდილობენ. სვანეთში საპროტესტო აქციები 2015 წელს დაიწყო, როდესაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გეგმის შესახებ გახდა ცნობილი.

1 / 18
ქვეყნის ჰიდრორესურსების გამოყენების გეგმები ელექტროენერგიის მოსაპოვებლად ბუნების დამცველებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტეს
2 / 18
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ახლო მომავალში 50 პატარა და საშუალო ჰესის აშენებას გეგმავს
3 / 18
ცნობილია, რომ ხელისუფლება აპირებს ნენსკრაჰესისა და ხუდონჰესის მშენებლობას სამეგრელო-ზემო სვანეთში, ასევე ონიჰესს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში
4 / 18
ბუნების დამცველები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი უკვე რამდენიმე წელია ჰესების მშენებლობის გეგმას აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ რეგიონის ეკოსისტემას დიდ ზიანს მიაყენებს
5 / 18
ასე მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია "არა ჰესომანიას" თბილისში ევროპული საინვესტიციო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ოფისებთან, რომლებიც საქართველოს მთავრობას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისათვის თანხებს გამოუყოფენ
6 / 18
ასეთი აქციების ორგანიზატორები ახხადებენ, რომ ახალი ჰესების მშენებლობა გაანადგურებს რეგიონების მდინარეების ეკოსისტემას, რაც საბოლოოს მთელ მხარეზე აისახება
7 / 18
აქციის მონაწილეები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდებენ, არ გამოუყონ ქვეყნის მთავრობას თანხები ახალი ჰესების ასაშენებლად
8 / 18
აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ ჰესების მშენებლობა ნეგატიურად აისახება ადგილობრივთა მდგომარეობაზეც, რომელთა სახლებიც მდინარის პირასაა განთავსებული
9 / 18
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ახალი ჰესების მშენებლობის ნაცვლად, არსებულის უფრო ეფექტურად განაწილებაა საჭირო. ამავდროულად სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დღეს საქართველო საკუთარი ჰიდროპოტენციალის მხოლოდ 25%-ს იყენებს
10 / 18
ახალი ჰესების მშენებლობის საკითხი აქტუალური გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დროისათვის ელექტროენერგიის დეფიციტის გამო ხელისუფლებას 1,5 მილიარდი კილოვატის იმპორტირება უწევს
11 / 18
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილი და ბუნების დამცველები წინააღმდეგები არიან, ენერგეტიკოსები არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ახალი ჰესების მშენებლობასა და ქვეყნის ჰიდროპოტენციალის სრულ ათვისებაში ხედავენ
12 / 18
საქართველოში დღეისათვის სულ 19 ჰიდროელექტროსადგური მუშაობას ჯამური სიმძლავრით 2 644,16 მეგავატი. ყველაზე დიდი ენგურჰესია, რომლის სიმძლავრეც 1,3 ატასი მეგავატია
13 / 18
საპროტესტო აქციაზე საათზე მეტხანს სიტყვით გამოდიოდნენ მისი მონაწილეები და ხელისუფლებას მიმართავდნენ
14 / 18
ბოლო ჰესი საქართველოში 2017 წლის აპრილში გაიხსნა დარიალის ხეობაში, რუსეთის საზღვართან ახლოს. დარიალიჰესის სიმძლავრე 108 მეგავატია. ჰესი მდინარე თერგზე დგას
15 / 18
საქართველოს ტერიტორიაზე 26 ათასზე მეტი მდინარეა, რომელთა ჯამური სიგრძე 50,5 ათას კილომეტრს აღწევს
16 / 18
ქართული მდინარეები ორ ძირითად აუზს განეკუთვნება, რომლებსაც ლიხის ქედი ჰყოფს. შავი ზღვის აუზს განეკუთვნება 18 ათასზე მეტი (70%) მდინარე, ხოლო კასპიის ზღვას - 8 ათასი (30%). ყველაზე გრძელი მდინარე საქართველოში ალაზანია, რომლის სიგრძეც 390 კილომეტრია, ხოლო აუზის ფართობი 11,8 ათასი კვადრატული კილომეტრი
17 / 18
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან თბილისში
18 / 18
საქართველოს და სრულიად სამხრეთ კავკასიის ყველაზე დიდ მდინარებ მტკვარი მიიჩნევა. სათავეს ის თურქეთში იღებს და საქართველოს გავლით აზერბაიჯანის კასპიის ზღვაში ჩაედინება. საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარე კი - რიონია