გუდაურში საბაგირო გზა მწყობრიდან გამოვიდა, არიან დაშავებულები

საბაგირო გზაზე ელექტროენერგიის შეწყვეტის შემდეგ სამგზავრო კალათები ერთმანეთს შეეხეთქა.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ათზე მეტი ადამიანი დაშავდა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, იტყობინება ტელეკომპანია Rustavi2.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, დაშავებულებისთვის თბილისიდან რეანომობილები მიემართება. 


ვიდეოზე, რომელიც ტელეარხმა გაავრცელა, ჩანს, თუ რა ხდებოდა საბაგიროზე ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ.