Europa Nostra: დავით–გარეჯი საფრთხის ქვეშაა

ორგანიზაციის ექსპერტები საქართველოს 2019 წლის შემოდგომაზე ეწვევიან
Sputnik

თბილისი, 15 მარტი — Sputnik.  ცნობილი ქართული სამონასტრო კომპლექსი დავით–გარეჯი, რომელიც საფრთხის ქვეშაა,  Europa Nostra–ს საბოლოო ფინალურ ნუსხაში მოხდა. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პროგრამა „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა“ 2013 წლის იანვარში ჩაეშვა, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენახვისა და სამომავლო გამოყენებისთვის პროცესის კოორდინაციას. თავიდან საქართველოდან  პროგრამაში მონაწილეობის პრეტენდენტი  ორი ობიექტი იყო: დავით გარეჯი და ჭიათურის საბაგირო გზები. ძეგლები ევროპის 40 ქვეყნიდან შეირჩა, რომლებიც შემდეგ 12 ძეგლისგან შედგენილ წინასაფინალო ჩამონათვალში მოხვდნენ. საბოლოოდ ფინალისტებს შორის ადგილი დავით–გარეჯის კომპლექსმა დაიკავა. 

„ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომელსაც ჩვენ დავით–გარეჯის უკეთ მოვლისთვის გამოვიყენებთ. საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში  უნიკალური კომპლექსს რესტავრაციასა და კონსერვაციას უტარებდნენ, ამიერიდან ამ არმიას საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძოდ, Europa Nostra თავიანთ ექსპერტებთან ერთად შეუერთდა”, – განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

Europa Nostra–ს ექსპერტები დავით–გარეჯში რამდენიმე სამუშაო ვიზიტის შემდეგ სამოქმედო გეგმასა და დეტალურ საექსპერტო რეკომენდაციებს შეიმუშვებენ. ქართულ ძეგლს ასევე უნიკალური შანსი  ეძლევა ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

საქართველოში  Europa Nostra–ს წარმომადგენლის მაკა დვალიშვილის განცხადებით, ორგანიზაციის ექსპერტები საქართველოს 2019 წლის შემოდგომაზე ეწვევიან. 

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

 „Europa Nostra–ს შვიდ ძეგლს შორის მოხვედრა, რომლებიც ყველაზე მეტად იმყოფებიან საფრთხის ქვეშ –  ეს  ძეგლის მსოფლიო მნიშვნელობის აღიარებაა. შესაბამისად, სწორედ მსოფლიო წამყვანი ექსპერტები ჩაერთვებიან ძეგლის განვითარების გეგმის შემუშავებაში იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, სადაც მისი ყველაზე მეტად სუსტი მხარეებია“, –  აღნიშნა დვალიშვილმა.  

Europa Nostra –  საერთოევროპული ფედერაციაა, რომელიც ევროპის ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით  1963 წელს დაარსდა. ორგანიზაცია ევროპის 45 სახელმწიფოში საქმიანობს. Europa Nostra თანამშრომლობს იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირთან.