სამყაროს დასალიერში

Sputnik

„Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში იხილავთ, თუ როგორ გამოიყურება კოლის ნახევარკუნძულისა და ბარენცის ზღვის შთამბეჭდავი პეიზაჟები. ასე გამოიყურება დედამიწის კიდე და ამას მხოლოდ მაშინ ხვდები, როდესაც გაყინულ ნაპირზე აღმოჩნდები.

გლობალურმა დათბობამ და მასთან დაკავშირებულმა პროცესებმა მკვეთრად დააჩქარა გაზაფხულის დადგომა პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილში — დღეისათვის არქტიკაში გაზაფხული 20-30 დღით ადრე იწყება, აცხადებენ კლიმატოლოგები ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

1 / 14
კილდინის კუნძულის სანაპირო ბარენცის ზღვაში
2 / 14
ასე გამოიყურება დედამიწის კიდე და ამას ყინულოვან კუნძულზე აღმჩენისას ხვდები
3 / 14
კოლის ნახევარკუნძული ბარენცის ზღვაში. სიმაღლის გამო ის ზღვიდან კარგად მოჩანს, ამიტომ XIX საუკუნის ბოლოს აქ შუქურა აიგო
4 / 14
კოლის ნახევარკუნძული ბარენცის ზღვაში
5 / 14
არქტიკა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რეგიონია გლობალური დათბობისათვის. ფოტოზე: ზამთრის მზე კოლის ნახევარკუნძულზე
6 / 14
მეცნიერთა აზრით, არქტიკაში მზის საშუალო ტემპერატურა 6-7 გრადუსით გაიზარდა. ფოტოზე: კილდინის კუნძული ბარენცის ზღვაში
7 / 14
არქტიკული ყინულების ლღობა, როგორც დღეს მეცნიერებს მიაჩნიათ, მომავალში სერიოზულ და შეუქცევად ცვლილებებს გამოიწვევს პლანეტის კლიმატში. ფოტოზე: ტერიბერკას ყურე კოლის ნახევარკუნძულზე
8 / 14
დათბობის მთავარი შედეგი ორი რამ არის - კლიმატური სარტყელებისა და მათთან დაკავშირებული ფლორისა და ფაუნის აღრევა, და წლის სეზონების დადგომის დროის ცვლილება. ფოტოზე: ტუნდრა კოლის ნახევარკუნძულზე
9 / 14
გაზაფხულის ადრე დადგომამ, როგორც ბიოლოგები განმარტავენ, შესაძლოა ცხოველების ცხოვრება გაართულოს, ვინაიდან ბევრი მათგანი პოლარული ღამეების დადგომისას მიფრინავს ან მიგრირებს სამხრეთში, ან ყინულსა და თოვლს სანადიროდ იყენებს, როგორც თეთრი დათვი. ფოტოზე: ქვიანი კუნძულები კოლის ნახევარკუნძულზე
10 / 14
ბოლო 86 წლის განმავლობაში სუბტროპიკულ და პოლარულ განედებზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემთა დამუშავების შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გაზაფხულის დადგომის ტემპი სათანადოდ ვერ შეაფასდა გაეროს ექსპერტებისა და სხვა კლიმატოლოგების მიერ. ფოტოზე: დასახლება კილდინის კუნძულზე
11 / 14
საშუალოდ, მთელს მსოფლიოში გაზაფხული ექვსი დღით ადრე დგება, ვიდრე 10 წლის წინ. პოლარულ სარტყელთან მდებარე ზოგიერთ რეგიონში კი კვირებითა და თვეებით გვიან. ფოტოზე: ტერიბერკას ყურე კოლის ნახევარკუნძულზე
12 / 14
ბარენცის ზღვის სანაპიროებზე საღამოს ხედები შთამბეჭდავია. ფოტოზე: მზის ჩასვენება ბარენცის ზღვაში
13 / 14
კოლის ნახევარკუნძულზე დაახლოებით ორასი სოფელია
14 / 14
თუმცა ზოგიერთ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს