კუზანოვი: საქართველოში ყველას უნდა მონიკა ბელუჩის ცხვირი

პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი საუბრობს იმაზე, ყველაზე ხშირად რომელ ოპერაციას ითხოვენ ქალები.
Sputnik

„როგორც წესი, ყველაზე ხშირად ითხოვენ ცხვირის ფორმის შეცვლას. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ უნდათ მონიკა ბელუჩის ცხვირი. ვცდილობ, რომ ავუხსნა – ეს შეუძლებელია, მონიკა ბელუჩი არის ერთი“, – ამბობს გუგა კუზანოვი.

ცნობილი ქირურგის თქმით, თუ პაციენტს მაინც მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ უნდა „მონიკა ბელუჩის ცხვირი“, იგი ამ შემთხვევაში მას უარს ეუბნება, რადგან შეუძლებელია ზუსტი ანალოგის გაკეთება, ან, შესაძლოა, არ მოუხდეს პაციენტს მსგავსი ცხვირი.