ზურაბ ყიფშიძე: იმდენ რამეს ვნანობ, ვერც წარმოიდგენთ

მსახიობი ზურაბ ყიფშიძე საუბრობს იმაზე, რას ნანობს და რას შეცვლიდა წარსული ცხოვრებიდან.
Sputnik

 

„ბევრი იძახის, რომ განვლილი ცხოვრებიდან არაფერს არ ნანობს. იმდენ რამეს ვნანობ, ვერც წარმოიდგენთ. ბევრ რამეს არ გავაკეთებდი, რაც გამიკეთებია. ამდენ დროს არ დავხარჯავდი სხვა რამეებზე. ბევრს ვიმოგზაურებდი, ბევრს წავიკითხავდი და ა.შ.“,  — ამბობს ზურაბ ყიფშიძე.

ცნობილი მსახიობის განცხადებით, ყველაზე მთავარი, რასაც შეცვლიდა ცხოვრებაში, ის არის, რომ იმ ადამიანებს გულს აღარ ატკენდა, ვისაც ცხოვრების გზაზე ატკინა გული.