საქართველო მსოფლიოში ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგში მე-16 ადგილზეა

საქართველო ცხოვრების დაბალი ღირებულების მიხედვით მალაიზიასა და ბოლივიას შორის იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. პორტალ GOBankingRates-ის ვერსიით, საქართველომ საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების ოცეულში მე-16 ადგილი დაიკავა.

ქართული სამზარეულოს რომელ კერძს სთავაზობს New York Times-ი

პორტალმა სხვადასხვა ქვეყნების ფასების შესახებ Numbeo.co-ს ონლაინ-ბაზის მონაცემები გამოიყენა და ნიუ-იორკის ფასებს შეადარა.

„იდეალურ სამყაროში თქვენ მოგინდებოდათ ისეთი ადგილის პოვნა, სადაც იქნებოდა მაღალი ხელფასი და ცხოვრების დაბალი ღირებულება. მიუხედავად ამისა, არის ადგილი, სადაც ცხოვრების დაბალი ღირებულება დაბალ ხელფასთან შესაბამისობაშია. თუ ეს ასეა, მნიშვნელოვანია საკუთარ თავს ვკითხოთ, ღირს კი ასეთ ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა", — აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

პორტალის მონაცემებით, საქართველოში ნიუ-იორკთან შედარებით ცხოვრება 70%-ით იაფია, ხოლო იჯარა 90%-ით დაბალი.

იაფი ქვეყნების ჩამონათვალში შესული არიან ინდოეთი, საუდის არაბეთი, პაკისტანი, ტუნისი, ზამბია, უკრაინა, მექსიკა, ბანგლადეში, ეგვიპტე და მაკედონია. საქართველოს მეზობელმა სომხეთმა და აზერბაიჯანმა რეიტინგში 34-ე და 35-ე ადგილი დაიკავეს. თურქეთი 26-ე ადგილზეა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარია. რაც შეეხება ნიუ-იორკში საშუალო ხელფასის ოდენობას, იგი 5 ათას აშშ დოლარს შეადგენს.