როგორ გამოიყურება "ბოინგის" სიმულატორი

Sputnik

რას გრძნობს ავიალაინერ "ბოინგ 737“-ის პილოტი, როდესაც საჰაერო ხომალდს 900 კმ/სთ სიჩქარით მართავს? სიმულატორის საშუალებით შესაძლებელია აფრენის, ფრენის, მანევრირებისა და დაჯდომის ყოველი წამის განცდა.

ტრენაჟორის გაბარიტები ზუსტად შეესაბამება "ბოინგ 737“-ის გაბარიტებს. ტრენაჟორზე შესაძლებელია თვითმფრინავის მექანიკური ან ავტომატური მართვის არჩევა, ნებისმიერი მარშრუტის, აეროპორტისა და ამინდის არჩევა.

1 / 7
ეს ტრენაჟორი "ბოინგ-737-ის" ზუსტი ასლია. დღეისათვის ასეთ ტრენაჟორთან წვდომა აქვთ არა მხოლოდ პროფესიონალ პილოტებს, არამედ ნებისმიერ მსურველს
2 / 7
მართვის ყველა ბერკეტი და ხელსაწყო ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნამდვილ თვითმფრინავში. ასე რომ, ვინც სიმულატორის კაბინაში პროფესიონალ პილოტთან ერთად მოხვდება, განიცდის ფრენის დროს არსებულ ყველა ემოციას
3 / 7
ტრენაჟორებზე მუშავდება ფრენასთან დაკავშირებული ყველა სიტუაცია. გარდა ამისა, ტრენაჟორს შეუძლია ტურბულენტური ზონის იმიტირებაც
4 / 7
დიახ, ასეთი ტრენაჟორი ავიასიმულატორების მოყვარულების სასურველი ნივთია
5 / 7
თუმცა, სურვილის მიუხედავად, თავად ასეთი ტრენაჟორის შექმნა შეუძლებელია. შესაბამისად რჩება მხოლოდ ერთი გზა - ამ კაბინაში მოხვედრა
6 / 7
ტრენაჟორზე წვრთნის დასრულების შემდეგ ნამდვილი ფრენაც შესაძლებელია!
7 / 7
თვითმფრინავი ბოინგ-737 შერემეტიევოს აეროპორტში